ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები მთლიანად გადახადა
ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები მთლიანად გადახადა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს ქარბორბალამ გადაურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე თქმით, სოფელში გადაუღებლად წვიმს და შიშობენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა მთლიანად გაუნადგურდებათ.

მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე იმყოფებიან და არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.

„მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, სიტუაციას ვეცნობით. ახლა აქ გადაუღებლად წვიმს, ამიტომ ღია ცის ქვეშ არც ერთი დაზარალებული არ დარჩება, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ოჯახში. ასევე, უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მახარე ჩოკორაიამ.