ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ხობის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ხამისკურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული დაჭრილია.

ყაჩაღობა რამდენიმე დღის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა მესაქონლე დააყაჩაღა. ამ უკანასკნელმა კი თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ორლულიანი თოფიდან ესროლა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.

ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირის დაკავება პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.