რუსთაველის გამზირზე მდებარე „ხინკლის სახლში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ცეცხლი „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში ცოტა ხნის წინ გაჩნდა, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა. დაიწვა 20 კვადრატული მეტრის ფართობი.
ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.