რუსთაველის გამზირზე მდებარე „ხინკლის სახლში“ ხანძარია [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე მდებარე „ხინკლის სახლში“ ხანძარია [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე მდებარე „ხინკლის სახლში“ ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში გაჩნდა, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა.

მათივე ცნობით, დაიწვა 20 კვადრატული მეტრის ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რესტორნის ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.