ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018
ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018

მეოთხედფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე, მისთვის კარგად ნაცნობი ტიტულოვანი რუსი ფალავანი – ახმედ ჩაკაევი იყო. ეს სპორტსმენები, შარშან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ (61 კგ.) და მაშინ, ნოვისადში გამართულ დრამატულ შეხვედრაში, გამარჯვება ლადოს დარჩა.

დღევანდელ შეხევდრაში კი საწყისმა წუთნახევარმა უქულოდ ჩაიარა. ამის შემდეგ ოთხქულიანი უპირატესობის მოპოვება ჩაკაევმა შეძლო. პირველი პერიოდის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მან ოთხქულიანი გდებაც შეასრულა და შესვენებაზე ლადო 0:8 ჩამორჩენით გავიდა. მეორე პერიოდი ქართველმა ფალავანმა აქტიურად დაიწყო,მაგრამ სტარტიდან 50 წამში მეტოქემ შეცდომაზე დაიჭირა, მორიგი ორი ქულა აიღო და აშკარა უპირატესობით – 10:0 გამარჯვებაც საბოლოოდ ჩაკაევს დარჩა.

ახლა ხინჩეგაშვილის ბედი რუს სპორტსმენზეა დამოკიდებული – თუ ჩაკაევი ნახევარფინალში მოიგებს, ლადო ხვალ ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ჩაკაევამდე ვლადიემრ ხინჩეგაშვილმა, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ირანელი – ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი დაამარცხა, შემდეგ კი თურქ – სალაჰათთინ კილიჩსალანიანს დრამატულ ბრძოლაში მოუგო.

მეთხედფინალშია კიდევ ერთი ქართველი – დავით ხუციშვილიც (79 კგ.). საკვალიფიკაციო ეტაპზე, მან ანგოლელეი – დეუს კადიმა, ვადამდე დაამარცხა, მერვედფინალში კი თურქ – აიან სუჩუს მოუგო.

დღეს მოასპარეზე კიდევ ორმა ქართვველმა, ოქროსთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. ოთარ გოგავა (57 კგ) კი საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით მარსაგიშვილი კი მერვედფინალში დამარცხდა.

შეგახსენებთ რომ გუშინ, წინასწარი შეხვედრები, ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი 21:00 – იდან დაიწყება.