ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018
ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018

მერვედფინალში, ქართველი ოლიმპირი ჩემპიონის მეტოქე, პირველ ნომრად განთესილი თურქი – სალაჰათთინ კილიჩსალანიანი იყო.  ხინჩეგაშვილს სტარტი არ გამოუვიდა და თურქიც 4:0 მალევე დაწინაურდა. რამდენიმე წამში ლადომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი პერიოდი მისთვის სასურველი 4:4-ით დაასრულა. მეორე პერიოდში, ქართველ ფალავანს ცხვირიდან სიხლი წამოუვიდა, რის გამოც ექიმების ჩარევაც გახდა საჭირო. დარჩენილ ორ წუთში ხინჩეგაშვილს უპირატესობა ისევ ჰქონდა, თუმცა საფინალო სირენმადე 40 წამით ადრე მეტოქემ ხალიჩიდან გაიყვანა და ერთი ქულით დაწინაურდა. ორთაბრძოლის დასრულებამდე ორი წამით ადრე კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა – ხინჩეგაშვილმა გამარჯვების მომტანი ორი ქულა აიღო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც  რუს – ახმედ ჩაკაევს შეხვდება.

კილჩსალანიანმდე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვლადიემრ ხინჩეგაშვილმა, ირანელი – ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი დაამარცხა.

რაც შეეხება დავით ხუციშვილს (79 კგ.) მან  პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში, თურქ – აიან სუჩუს შეხვდება.  ოთარ გოგავა(57 კგ) კი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.

დღესვე ტურნირში, კიდევ ერთი ქართველი,  ევროპის ორგზის ჩემპიონი – დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) ჩაერთვება.

შეგახსენებთ რომ გუშინ  წინასწარი შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი 21:00 – იდან დაიწყება.