ხინჩეგაშვილის წარმატებული სტარტი | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
ხინჩეგაშვილის წარმატებული სტარტი | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილიმა (65 კგ.), მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლადოს მეტოქე, ირანელი – ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი იყო.

ოერთა ბრძოლის პირველი სეტში, ტიტულოვანი ქართველი ფალავანი 2:0 დაწინაურდა, რასაც ბოლო წამებზე კიდევ ორი ქულა შემატა და მეტოქის ბეწბზე გაკვრაც სცადა, თუმცა არბიტრებმა სუფთა გამარჯვება არ დააფიქსირეს.

მეორე პერიოდის სტარტზე ხინჩეგაშვილმა მორიგი ორი ქულა მოიპოვა თუმცა ამდენივე თავადაც გაუშვა და ანგარიშში სტატუსკვოც შენარჩუნდა. დარჩენილ დროში ლადომ საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ქულა შემატა და საბოლოოდ 7:2 გაიმარჯვა.

დღესვე ტურნირში კიდევ ორი ქართველი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი – დავით ხუციშვილი (79 კგ.) და ევროპის ორგზის ჩემპიონი – დავით მარსაგიშვილი ჩაერთებიან. ოთარ გოგავა (57 კგ) კი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.

შეგახსენებთ რომ გუშინ  წინასწარი შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.