ბუდაპეშტში ოლიმპიადის საგზურებისთვის რვა ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში ოლიმპიადის საგზურებისთვის რვა ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

18-21 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპული ზონისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, სადაც საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი იასპარეზებს. უნგრეთში 35 ქვეყნიდან 280 სპორტსმენი ეცდება მედლების მოპოვებას. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში დღეს გაემგზავრა. ტურნირში ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი მოჭიდავეები დაიცავენ:

 

თავისუფალი ჭიდაობა

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.)

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.).

დატოვე კომენტარი