ხერსონის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ ქალაქ ხერსონს ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნა
ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს. ამის შესახებ ტელეგრამარხზე წერს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი.
„ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება,“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა დაღუპულების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული.