ხელოვანების სეულში ვიზიტთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას მოლაპარაკებების გამართვას 15 იანვარს სთავაზობს
ხელოვანების სეულში ვიზიტთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას მოლაპარაკებების გამართვას 15 იანვარს სთავაზობს

ხელოვანების სეულში ვიზიტთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას მოლაპარაკებების გამართვას 15 იანვარს სთავაზობს. სამხრეთ კორეის ეროვნული შერიგების სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობა პასუხს წინადადების განხილვის შემდეგ გასცემს.

მანამდე სეულმა ფხენიანს დემილიტარიზებულ ზონაში 15 იანვარს მოლაპარაკებების გამართვა ზამთრის ოლიმპიადაში ჩრდილო კორეელი სპორტსმენების მონაწილეობასთნ დაკავშირებით შესთავაზა.

ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.