ხეცურიანი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
ხეცურიანი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

შიო ხეცურიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ვეტერანი კალათბურთელი სუპერლიგის მონაწილე გუნდმა „მგზავრებმა“ წარადგინა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს 13 საათზე „ქორთიარდ მარიოტში გაიმართება. პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია იბრძოლებენ. ჯერჯერობით უცნობია წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.

პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 5 დეკემბერს დასრულდება. საარჩევნო საანგარიშო ყრილობასი მონაწილე დელეგატების ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:


• სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%
• რეგიონალური ფედერაციები -30%
• საკალათბურთო სკოლები – 10%
• დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები – 5%
• მსაჯთა კავშირი – 5%
• მწვრთნელთა კავშირი – 5%
• ვეტერანთა კავშირი -5%
• ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
• მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%