ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება
ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება.
ამის შესახებ ნატო-ს პრესსამსახურმა გამოაცხადა.
ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ მდივნად მსახურობდა.
„ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას აქვს ნატო-ს პარტნიორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-ს მნიშვნელოვან სამუშაოს სამხრეთში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
როგორც თავად კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მისთვის პატივია ახალ თანამდებობაზე დანიშვნა.
„მოუთმენლად ველოდები სამხრეთში ნატო-ს ძალისხმევის კოორდინაციას, გაძლიერებას და რეგიონთან ნატო-ს პარტნიორობის განმტკიცებას“, – წერს ხავიერ კოლომინა.