ხავიერ კოლომინა - რუსეთს სურს, უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალზე, ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ
ხავიერ კოლომინა - რუსეთს სურს, უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალზე, ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ

რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია უცვლელია.

„რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.