ხავიერ კოლომინა - კარგი სამუშაო კეთდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის იმის ჩრდილს, რომ რუსეთი გარკვეულ სივრცეს იპოვის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად
ხავიერ კოლომინა - კარგი სამუშაო კეთდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის იმის ჩრდილს, რომ რუსეთი გარკვეულ სივრცეს იპოვის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება რეაქციებს, რომლებიც ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრისგან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე განაცხადა.

ამასთან, კოლომინას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ხორციელდება, რათა არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება. ხავიერ კოლომინას განმარტებით, კარგი სამუშაო კეთდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, სულ მცირე, ქმნის ჩრდილს, რომ რუსეთი აქ გარკვეულ სივრცეს იპოვის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.

„ჩვენი პოზიცია არის შეშფოთება. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომელიც ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრისგან. და იმიტომ, რომ ეს კრიტიკული მომენტია უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების კუთხით და ეს თითოეული ჩვენგანისთვის პრიორიტეტულია, ასევე უნდა იყოს პრიორიტეტული ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთმა პოტენციურად აარიდოს თავი დაწესებულ სანქციებს.

თქვენმა ხელისუფლებამ გვითხრა იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც კეთდება, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს. კარგი სამუშაო კეთდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის იმის ჩრდილს, რომ რუსეთი აქ გარკვეულ სივრცეს იპოვის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და გავამხნევეთ თქვენი ხელისუფლება, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს ამისგან თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.