ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია
ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ამის შესახებ კოლომინამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ რიგაში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულებისას განაცხადა“, – წერს ხავიერ კოლომინა.