ხათუნა ზახაშვილი - საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ხათუნა ზახაშვილი - საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ზახაშვილის თქმით, საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა ინდური შტამი არ დადასტურდა.

„ჩვენთან ზედამხედველობა არის ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც შეიძლება, ნავარაუდევი იყოს რაიმე ახალი შტამის გამოჩენა. გვქონდა კვლევაში ასეთი შემთხვევა და დავადასტურეთ, რომ ის არ იყო ინდური შტამი“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.