ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ასთმით დაავადებულ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ასთმა აქვთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ.
აღნიშნული კომენტარით ზახაშვილმა უპასუხა ერთ-ერთი მედიის კითხვას: „ადამიანს თუ აქვს ასთმა, მსუბუქი ან მძიმე, არის თუ არა რეკომენდირებული, გაიკეთოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა“.
„დიახ, რეკომენდებულია, ეს ადამიანები მიეკუთვნებიან კოვიდით დაავადების განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს მიმართული აცრებზე“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.