ხათუნა სამნიძე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტები, რომლებიც ეხებოდა ევროპულ პერსპექტივებს, იყო ძალიან საჭირო და შედეგიანიც, ამ ტიპის ვიზიტები უნდა გაგრძელდეს
ხათუნა სამნიძე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტები, რომლებიც ეხებოდა ევროპულ პერსპექტივებს, იყო ძალიან საჭირო და შედეგიანიც, ამ ტიპის ვიზიტები უნდა გაგრძელდეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რა დროსაც საუბარი შეეხო თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებს.

ამასთან, ხათუნა სამნიძის შეფასებით, საპარლამენტო დელეგაციის ევროპულ ქვეყნებში ვიზიტი, რომელიც ეხებოდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, იყო ძალიან საჭირო, შედეგიანიც და ამ ტიპის ვიზიტები უნდა გაგრძელდეს.

„ევროპა არის მრავალფეროვნება ერთიანობაში, ერთიანობა მრავალფეროვნებაში და სწორედ ამ სტრუქტურებში ელოდებიან საქართველოს. ახლა ჯერი ჩვენზეა, ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, როგორ შევასრულებთ იმ დავალებებს, რომლებიც მოგვცეს ჩვენმა პარტნიორებმა“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.