ხათუნა სამნიძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.
„ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ეს ვიზიტი, სხვა ვიზიტებიც უნდა დაიგეგმოს. ძირითადი საკითხია საქართველოს მხრიდან ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგშია, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.