ხათუნა სამნიძე - დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა, დამაზიანებელია საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ
არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა კონცენტრაცია უნდა იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე.
„მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.