ხათუნა სამნიძე - აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის
ხათუნა სამნიძე - აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, აუცილებელია კომპრომისები და ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორიც იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მაინც მზად არის, გააგრძელოს მცდელობა.

„შეხვედრაზე კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა „ქართული ოცნება“ იმის აუცილებლობას, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ასევე, აუცილებელია კომპრომისები და ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს. ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის.

„ქართული ოცნება“ და სპიკერი საუბრობდნენ იმ პროცესზე, რომელიც დაანონსა ირაკლი კობახიძემ, მაგრამ იქვე არ ჰქონდა პასუხი, რას ნიშნავს, როცა შეხვედრის წინ კობახიძე აკეთებს ასეთ რადიკალურ განცხადებას. „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმას, რომ ყველა პარტიისკენ გაიშვიროს ხელი, ერთ კალათაში ჩასვას ყველა და რადიკალური ოპოზიცია გვეძახოს. მიუხედავად იმ ვითარებისა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მცდელობა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას“, რომ კომპრომისისა და თანამშრომლობის გარეშე, ეს პროცესი ინკლუზიური ვერ იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდა.