ხატია დეკანოიძე - ვაშინგტონის სამიტზე, სადაც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დადგება, მნიშვნელოვანია, საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ჰქონდეს
მომავალ წელს, როცა ვაშინგტონის სამიტი იქნება, სადაც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ჰქონდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუქარესტის შეთანხმების ერთგული რჩებიან, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ, ოკუპირებულ და ასპირანტ საქართველოს არ მიეცა დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ისევე, როგორც უკრაინას. ეს მეტწილად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომელიც მიმართავს ანტიდასავლურ, ანტინატო კამპანიას და ქვეყანაში ჩავარდნილია ის რეფორმები, რომლის განხორციელებასაც ნატო დიდი ხანია, გვთხოვდა. ეს ეხებოდა კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ა.შ. მომავალ წელს, როცა ვაშინგტონის სამიტი იქნება, სადაც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ჰქონდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.