ხატია დეკანოიძე - უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის საქართველოში ევროინტეგრაციის მომავალს
ხატია დეკანოიძე - უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის საქართველოში ევროინტეგრაციის მომავალს

ვფიქრობ, რომ სანქციები ორიენტირებული უნდა იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, მაღალჩინოსნებზე და ყველაზე, ვინც მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“ და ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შეიძლება, კონკრეტული სანქციები დაედოთ, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ქართველი ხალხი დაზარალდება უპირველესად იმ შემთხვევაში, თუ ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება, ეს არის კატასტროფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეალობა რაც არის, ეს არის ევროინტეგრაციის შეჩერება. ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც საუბარია, რომ შეიძლება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი პრაქტიკულად გაიყინოს, ეს არის ის, რაზეც ბორელმა ისაუბრა, ასევე სხვადასხვა მინისტრმა. გარდა ამისა, აქ არის კონკრეტულად საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შეიძლება კონკრეტული სანქციები დაედოთ, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვაზე, რასაც მე სრულად ვიზიარებ. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის საქართველოში ევროინტეგრაციის მომავალს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.