ხატია დეკანოიძე - დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტები თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებაზე ოპოზიციას კონსენსუსი გვაქვს
საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კონსენსუსი უკვე გვაქვს, რომლებიც ეხება პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.
საუბარია ინიციატივაზე, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთს საუბრობს, როგორც სამართლებრივ ჩარჩოში არსებული ადამიანი, რომელიც გაცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, მას არ გააჩნია პოლიტიკური ლიდერშიფი, მის გარშემო ყველა ადამიანი არის ერთი, ესენი არიან ერთი ადამიანის გზავნილების გამტარებელი, ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგები.
ფაქტია, რომ ძალიან რეპრესიული კანონები დააანონსეს, მათ შორის რეგისტრაციიდან ჩახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასეთი შინაარსობრივი სახე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ჩვენ ჩვენი კონსენსუსი უკვე გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკითხებთან, რომლებიც ეხება სწორედ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.