ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი კეთილსინდისიერი პოლიციელი სტრუქტურაში უნდა იყოს, არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს
ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი კეთილსინდისიერი პოლიციელი სტრუქტურაში უნდა იყოს, არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს

ნებისმიერი კეთილსინდისიერი პოლიციელი სტრუქტურაში უნდა იყოს, არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი კი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.

„სამართალდამცავი უწყებები რეფორმებს უნდა დაექვემდებაროს. იცით, რომ ყოველთვის პოლიციის რეფორმის მნიშვნელოვანი გულშემატკივარი ვარ, ასევე სუს-ის, პროკურატურის რეფორმა უნდა მოხდეს. ნებისმიერი კეთილსინდისიერი პოლიციელი, რომელიც საქართველოს ემსახურება, სტრუქტურაში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს. ბევრ პოლიციელს ვიცნობ, ვინც კეთილსინდისიერი ადამიანი და პოლიციელია, მაგრამ ბევრი პოლიციელია, რომელიც, სამწუხაროდ, ახალგაზრდებზე ძალადობს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი იმსახურებს მხარდაჭერას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.