ხატია დეკანოიძე - ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს, თუ მასზე იქნება თავდასხმა
ხატია დეკანოიძე - ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს, თუ მასზე იქნება თავდასხმა

ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს, თუ მასზე იქნება თავდასხმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა. დეკანოიძემ გადაცემაში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის მისამართით შესაძლო, მოსალოდნელ აგრესიაზე. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება „ძალიან მნიშვნელოვანია“.

დეპუტატის განცხადებით, ყოველთვის სჯეროდა, რომ პრეზიდენტი მივიდოდა შეწყალების გადაწყვეტილებამდე, თუმცა ელოდებოდა, რომ ეს მოხდებოდა შემოდგომაზე.

„არ ველოდი ასე, ვფიქრობდი შემოდგომისკენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ შეიწყალებდა და ძალიან ბევრი კრიტიკაც დავიმსახურე ამასთან დაკავშირებით, „ტყუილად მოლოდინს ამყარებთ“ და ა.შ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მართლაც უდანაშაულოა, არის თავისუფალი.

ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს, თუ მასზე იქნება თავდასხმა. შემიძლია, ვთქვა ეს ღიად, ძალიან ხმამაღლა, როგორც ქალმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა, რომ ჩვენ დავიცავთ იმ უსამართლო თავდასხმისგან, რომელიც იქნება მასზე, ეს შემიძლია ვთქვა, ძალიან გულწრფელად, ღიად, ყოველგვარი ზემდეტი კეკლუცობის გარეშე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.