ხაშურში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
ხაშურში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ხაშურში 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა ხაშურის ცენტრში გამვლელების თვალწინ მოხდა.

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს დაზიანებები, ხაშურის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.