ხაშურში დაჭრილი მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია
ხაშურში დაჭრილი მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია

ხაშურში დაჭრილ ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ პირველ არხს „ევექსის“ კლინიკის ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ განუცხადა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ხელაძის ინფორმაციით, მას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

სკოლის მოსწავლეებს ნაკვეთი ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

შემთხვევა ხაშურში გამთენიისას მოხდა. სკოლის ორი მოსწავლე ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში დაჭრეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოსწავლეები რესტორანში მომხდარ ჩხუბში ჩაერთნენ და ჭრილობები ამ დროს მიიღეს.