ხაშურში, ჭალის უბნის მოსახლეობა ავარიული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს
ხაშურში, ჭალის უბნის მოსახლეობა ავარიული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს. მტკვარზე გამავალი ხიდი ხაშურის რვა სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შემოვლითი გზა ორჯერ უფრო გრძელია და ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხიდის რეაბილიტაცია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხიდის დაზიანება გამოიწვია ინერტული მასალების მოპოვების სამუშაოებმა, რის გამოც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა.
მათივე თქმით, საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდზე მოძრაობა აკრძალა და სპეციალური ბარიერები გააკეთა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, მოსახლეობა სიცოცხლის რისკის ფასად მაინც გადაადგილდება ავარიულ ხიდზე.