ხაშურში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქურდობის მცდელობას უკავშირდება.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სახლში მძარცველი იყო შეპარული, რომელიც დიასახლისმა შენიშნა, გაქცევის მცდელობისას კი თავდამსხმელმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.