ხაშურს და რამდენიმე მიმდებარე სოფელს ხვალ დილით გაზის მიწოდება შეუწყდება.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოებია, კონკრეტულად კი, იგეგმება გორი-ქარელის გაზსადენის ახლადაშენებული ფცა-ჩორჩანას 17-კილომეტრიანი მონაკვეთის საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები.
23 ივლისს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ქალაქ ხაშურს და სოფლების: ხცისის, გომის, აგარების, ალის, ახალსოფლის, ვაყას, გოძისხილისყურის, სატივეს, დიდი სატივეს, პატარა სატივეს, პატარა ახალისოფლის, ოსიაურის, სურამის, ტაშისკარის, ქვიშხეთის, ბულბულისციხის, ცხრამუხისა და ტეზერის მოსახლეობას, აგრეთვე ოსიაურის სამხედრო ბაზას.