ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს. თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქისკენ ექვსი მართვადი საავიაციო ბომბი გაუშვა, რომელთაგან ხუთის ადგილმდებარეობა ცნობილია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს. დაზიანებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც.