ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეში საცხოვრებელი სახლის მისამართით რუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეში საცხოვრებელი სახლის მისამართით რუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეში საცხოვრებელი სახლის მისამართით რუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. მათ შორის ქალი და ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ასევე დაშავდა ხუთი წლის გოგონა. საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ამასთან, ხარკოვის ცენტრში დაბომბვის შედეგად სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულებისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.