უკრაინაში, ხარკოვის მერიაზე თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ხარკოვის საქალაქო საბჭოს შენობაში, ღამით უცნობი პირი შევარდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა დაცვის თანამშრომელი და ადგილზე გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე საპასუხო ცეცხლით მოკლეს.
„შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და დაჭრა ერთი სამართალდამცველი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს ტაბელური იარაღი და გააუვნებელყვეს ბოროტმოქმედი. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ხარკოვის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.