ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი 29 დეკემბერს, სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატს ატარებს. „დევების ბაშოს“ შემდეგ, ხარაგაული „თოვლის ბაშოს“ უმასპინძლებს.
ტურნირი სუმოსა და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის ტარდება. „თოვლის ბაშოს“ მხარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია უჭერს.
ჩემპიონატი დაბა ხარაგაულში, ოლიმპიური სისტემით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. რეგისტრაცია 27 დეკემბერის ჩათვლით გრძელდება. მონაწილეობის მსურველი აუცილებელად 18 წლის ზევით უნდა იყოს.
ტურნირის საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 1050 ლარი;
II ადგილი – 550 ლარი;
ნახევარფინალებში დამარცხებული – 100 ლარი;