ხარაგაულის სოფელ ბორითში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 400-მდე მუშა მეხუთე დღეა, გაფიცულია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები მეხუთე დღეა, გაფიცულები არიან.
დაახლოებით 400-მდე პირი დამსაქმებელი კომპანია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფისგან” ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
მათი თქმით, ხელფასი მიზერულია, დამსაქმებლის დამოკიდებულება კი არასათანადო.
„თარჯიმანიც კი არ გვყავს, რომ გავიგოთ, რას გვავალებს უფროსი და რა სამუშაო უნდა შევასრულოთ. ელემენტარულია, რომ აიყვანონ თარჯიმნები, ვინც კომუნიკაციას გაამარტივებს. გარდა ამისა, დაბალია ხელფასი, რომელსაც ჩვენი შრომის სანაცვლოდ ვიღებთ”, – განაცხადა გაფიცულმა, ბექა წიქარიშვილმა.