ხანძრის გამო, კანარის კუნძულებზე ევაკუაცია განხორციელდა
ხანძრის გამო, კანარის კუნძულებზე ევაკუაცია განხორციელდა

კანარის კუნძულებზე ხანძრის გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ქალაქ ვალესეკოსთან 17 აგვისტოს გაჩნდა და სწრაფად მოედო მიმდებარე ტერიტორიას.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და 1900 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. დაკეტილი იყო გზებიც.

ცეცხლის ლიკვიდაციაში მეხანძრეებთან ერთად შვიდი ვერტმფრენი მონაწილებდა. კანარის კუნძულებზე ხანძრები რამდენიმე დღეა, მძვინვარებს.