კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ამოფრქვეულმა ლავამ რამდენიმე სახლი გაანადგურა.

ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კუნძულ ლა პალმაზე ჩავიდა და მოსახლეობას განუცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად აკვირდება ხანძრებს, რომლებიც შესაძლოა ლავის ამოფრქვევამ გააჩინოს. კანარის კუნძულებზე მობილიზებულნი არიან სამხედროებიც.

ესპანეთის კუნძულზე ვულკანი ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა. კუნძულ ლა პალმაზე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.