ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა.
ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მანამდე ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. რუსეთის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) სამიტის ღონისძიებებში. კერძოდ, ის სიტყვით გამოვა ბიზნესფორუმსა და სამიტის პლენარულ სხდომაზე.
რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც გამართოს ორმხრივი შეხვედრა. მედიის ცნობით, ამისთვის მხოლოდ შეხვედრის ფორმატის შეთანხმებაა საჭირო.