ციმბირში, კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება
ციმბირში, კემეროვოს ოლქში An-12 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად კი ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
მათივე ცნობით, თვითმფრინავი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
კემეროვოს ოლქის გუბერნატორი ილია სერედიუკი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა და საგანგებო შტაბს ჩაუდგა სათავეში.