„როიტერი“ – აშშ-მა ქეშმის კუნძულზე ირანის სარაკეტო გამშვებ ობიექტზე იერიში მიიტანა
აშშ-მა ქეშმის კუნძულზე ირანის სარაკეტო გამშვებ ობიექტზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქეშმის კუნძულზე მდებარე სარაკეტო გამშვებ ობიექტს დარტყმები ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისა და ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განახორციელეს.
ოფიციალურ პირს, რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.