კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სტიქიის გამო, ადგილობრივი აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება დროებით გადაიდო.

მოგვიანებით, აეროპორტების ნაწილში მუშაობა განაახლეს. დახურულია მხოლოდ სამხრეთ ტენერიფეს აეროპორტი.

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, ქარის სიჩქარე კანარის კუნძულებზე 120კმ/სთ-ს აღწევდა და ასეთი ამინდი დღესაც შენარჩუნდება.

ქვიშის ქარიშხალი კანარის კუნძულებს საჰარის უდაბნოდან დაატყდა თავს. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ სტიქია კოსმოსიდანაც ჩანდა.

დატოვე კომენტარი