კანარის კუნძულებთან კომერციულმა ხომალდმა 29 მიგრანტი გადაარჩინა
კანარის კუნძულებთან კომერციულმა ხომალდმა 29 მიგრანტი გადაარჩინა

ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებთან კომერციულმა ხომალდმა 29 მიგრანტი გადაარჩინა. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოთხი ცხედარიც.

მიგრანტები ესპანეთის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს აფრიკის კონტინენტიდან ესპანეთში ზღვის გავლით 19 600-ზე მეტი მიგრანტი შევიდა, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია წინა წლებთან შედარებით.