გადაბრუნდა მიგრანტების ნავი, რომლებიც საჰარიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი
გადაბრუნდა მიგრანტების ნავი, რომლებიც საჰარიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი

გადაბრუნდა მიგრანტების ნავი, რომლებიც საჰარის დასავლეთიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი.

„ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, Walking Border-ის დამფუძნებელი ჰელენა მალენო, რომელიც მიგრაციული ნაკადების მონიტორინგს აწარმოებს, აცხადებს, რომ ნავის ჩაძირვის შედეგად 42 ადამიანი, მათ შორის 30 ქალი, რვა ბავშვი და ოთხი მამაკაცი დაიღუპა. მიგრანტების ნავი ზღვაში ცუდ ამინდში გავიდა.

პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში დასავლეთ აფრიკიდან სულ მცირე 7 531 ადამიანმა მიაღწია კანარის კუნძულებს. ესპანეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 136%-ით მეტი იყო.