კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 500 ადამიანია ევაკუირებული
კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 500 ადამიანია ევაკუირებული

კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 5 500 ადამიანია ევაკუირებული. განადგურებულია სულ მცირე 100 საცხოვრებელი სახლი შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვულკანი კანარის არქიპელაგის ჩრდილო-დასავლეთ კუნძულზე, ლა პალმაზე კვირას ამოიფრქვა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კანარის კუნძულებზე ბოლო 50 წლის განმავლობაში ვულკანი პირველად ამოიფრქვა.