კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტის სრულად დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტის სრულად დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ ტელეგრამარხში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. უკრაინულ მხარეს პრიგოჟინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ბახმუტთან დამატებითი სამხედრო დანაყოფები გადაისროლა და რომ ბახმუტის აღება რუსეთისთვის კვლავ საკვანძო ტაქტიკურ ამოცანას წარმოადგენს.