კერბერმა კარიერაში მე-600 მატჩი მოიგო
კერბერმა კარიერაში მე-600 მატჩი მოიგო

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანჟელიკ კერბერმა დოჰას ტურნირის მერვედფინალში ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაამარცხა (6:1, 7:6) და ქალთა ტურში მეშვიდე მოქმედი ჩოგბურთელი გახდა, რომელსაც პროფესიულ ტურში 600 მოგება დაუგროვდა.

აქამდე ამ ზღვარს მიაღწიეს დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ (613), რუსებმა – სვეტლანა კუზნეცოვამ (642) და მარია შარაპოვამ (643), ასევე სერბმა ელენა იანკოვიჩმა (644), ამერიკელებმა – ვინუს უილიამსმა (796) და სერენა უილიამსმა (805).