ავსტრალიის ღიას 50 მონაწილე 14-დღიან იზოლაციაში მოხვდება – მათ მელბურნამდე ინფიცირებულთან ერთად იფრინეს
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 27: A general view inside Rod Laver Arena at sunset during the Men's Singles Final match betwen Novak Djokovic of Serbia and Rafael Nadal of Spain during day 14 of the 2019 Australian Open at Melbourne Park on January 27, 2019 in Melbourne, Australia. (Photo by Scott Barbour/Getty Images)
ჩოგბურთელებს, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის მასპინძელ ქალაქ მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ, უმკაცრეს 14-დღიან იზოლაციაში გაუშვებენ. ჩარტერულ რეისებში მათთან ერთად მგზარობდნენ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
აბუ დაბის რეისით ავსტრალიაში მიფრინავდა 23 ჩოგბურთელი, მათ შორის, აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა, ანჟელიკ კერბერი, მარია საკარი, ბელინდა ბენჩიჩი, სვეტლანა კუზნეცოვა და სხვები.
რაც შეეხება ლოს ანჯელესის რეისს, იქიდან პირდაპირ იზოლაციაში გაუშვეს ვიქტორია აზარენკა, კეი ნიშიკორი, სლოან სტივენსი, პაბლო კუევასი და აგრეთვე, ტენის სანდგრენი და გვიდო პელია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.
სულ ორკვირიან იზოლაციაში იქნება 50 ჩოგბურთელი. მათ 14 დღის განმავლობაში აკრძალული ექნებათ სასტუმროს ნომრის დატოვება. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ველოტრენაჟორი.
ავსტრალიის ღია პირველობა ჩვეულებრივზე ორი კვირით გვიან გაიმართება – 8-21 თებერვალს.