ანჟელიკ კერბერმა კარიერის დასრულება არ გამორიცხა
ანჟელიკ კერბერმა კარიერის დასრულება არ გამორიცხა

მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა ინტერვიუში პროფესიული კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ ილაპარაკა.

„კარანტინის პერიოდში ბევრ რამეზე ფიქრის საშუალება მომეცა. და, შესაძლოა, უფრო მეტად დავაფასე ცხოვრება ჩოგბურთის მიღმა. კარიერის დასრულების შესახებ ფიქრები არსებობს, მაგრამ მე სრულად ვენდობი საკუთარ შეგრძნებებს. გავაგრძელებ გამოსვლას იქამდე, სანამ თამაშისგან სიამოვნებას მივიღებ. ახლა ვემზადება ახალი სეზონისთვის და ველოდები ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებას. მაგრამ კარგად მესმის, რომ ერთხელ დადგება მომენტი, როცა წასვლა აუცილებელი გახდება“, – თქვა კერბერმა.

„შეზღუდვებისა და უმაყურებლობის მთელი ეს ისტორია ბევრს ართმევს ჩოგბურთს. იქნება თუ არა ეს სეზონი ბოლო ჩემს კარიერაში? არ მზად ამ შეკითხვაზე პასუხისთვის. ჯერჯერობით, ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე, მაგრამ თუ კიდევ გაჩნდა გონებაში, მაშინ მის მოშორებას ვეღარ შევძლებ“, – დაამატა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა.

32 წლის კერბერს სამჯერ აქვს მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირები, გარდა ამისა, ის 2016 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.