ნაომი ოსაკა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია
ნაომი ოსაკა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

პირველი ცხრა ადგილი პროფესიული ტურის ჩოგბურთელებს ერგოთ. ყველაზე მდიდარი ქალი სპორტსმენი გახდა იაპონელი ნაომი ოსაკა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 37.4 მილიონი დოლარით გამდიდრდა. ამ თანხიდან მხოლოდ 3.4 მილიონია უშუალოდ კორტზე გამომუშავებული, დანარჩენი კი სასპონსორო და სარეკლამო შემოსავალია.

ცოტათი ჩამორჩა ოსაკას სერენა უილიამსი, რომელიც ამ რეიტინგის შარშანდელი ლიდერი იყო. მან 36 მილიონი მიიღო და აქედან ტურნირების საპრიზო თანხა ოთხი მილიონს შეადგენს.

მესამე ადგილზეა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი. ის ძალიან ჩამორჩა ლიდერებს – ჯამში „მხოლოდ“ 13.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ ტურნირებზე მიღებული ჰონორარებია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ნაომი ოსაკა – 37,4 მლნ
  2. სერენა უილიამსი – 36 მლნ
  3. ეშლი ბარტი – 13,1 მლნ
  4. სიმონა ჰალეპი – 10,9 მლნ
  5. ბიანკა ანდრეესკუ – 8,9 მლნ
  6. გარბინე მუგურუსა – 6,6 მლნ
  7. ელინა სვიტოლინა – 6,4 მლნ
  8. სოფია კენინი – 5,8 მლნ
  9. ანჟელიკ კერბერი – 5,3 მლნ
  10. ალექს მორგანი – 4,6 მლნ

მეათე ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა ალექს მორგანმა 4.6 მილიონიდან 4.2 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებისგან მიიღო.

დატოვე კომენტარი